ზე ზნ ზო
ზნე

ზნეობრივი შეუწყნარებლობა

დამახასიათებელია ავტორიტარული ერთგანზომილებიანი აზროვნებისათვის, რომელიც აღიარებს ერთადერთ („თავის“) ჭეშმარიტებასა და სიმართლეს. თან ახლავს ეჭვიანობა, მტრული დამოკიდებულება სხვანაირად აზროვნებისადმი: პოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური, კულტურული. შეუწყნარებლობა უკიდურესად არაპროდუქტიულია: მტრული დამოკიდებულება ხელს უშლის სხვის მოსმენას, მაშინაც კი, როცა მისი რჩევა რაციონალურია და სასარგებლო.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9