მეცნიერებათა საფუძვლების დაუფლების შედეგი, რომელიც აუცილებელია ადამიანისათვის, რომ გაიგოს ბუნებისა და საზოგადოების ძირითადი მოვლენები, მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ და შრომით საქმიანობაში. ეს არის საფუძველი (სპეციალური) პროფესიული განათლების მიღებისათვის. ზოგადი განათლების უმნიშვნელოვანესი გზებია სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საშუალო პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში. ზოგადი განათლების დონეებია დაწყებითი, არასრული საშუალო და საშუალო.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.