თა თე თვ თო
თავ თან

თავის ტვინის ქერქი

სრული სახელწოდებაა თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქი (ლათinuri cortex ce– rebri). ეს არის თავის ტვინის სტრუქტურული ზედაპირული შრე, რომლის სისქეა 1,3-4,5 მმ და ზედაპირის საერთო ფართი, დაახლოებით 2,200 სმ2,500 სმ-ია. მისი 2/3 ღარებშია განლაგებული. შედგება რუხი ნივთიერებისგან, მდებარეობს დიდი ტვინის ნახევარსფეროების პერიფერიებზე და ფარავს მათ. შექმნილია უპირატესად ვერტიკალურად ორიენტირებული ნერვული უჯრედებით (ნეირონებით) და მათი გამონაზარდებით, ასევე, აფერენტული (ცენტრისკენული) და ეფერენტული (ცენტრიდანული) ნერვული ბოჭკოების კონებით. გარდა ამისა, ქერქის შედგენილობაში შედის ნეიროგლიის უჯრედები. ამ შრის უდიდესი სისქე აღინიშნება წინაცენტრალური, პოსტცენტრალური ხვეულებისა და პარაცენტრალური ნაწილაკის ზედა უბნებში. ერთის მხრივ, ქერქის შემადგენელი ნეირონები მხედველობის ბორცვის (თალამუსის) გავლით იღებენ სენსორულ იმპულსებს ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილიდან, ხოლო ასოციაციური ბოჭკოებით ქერქის სხვა ნეირონებისგან. მეორეს მხრივ, თავის ტვინის ქერქის ნერვული უჯრედები ეფერენტულ იმპულსებს გზავნიან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა უბნისაკენ. თავის ტვინის ქერქი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს უმაღლესი ნერვული (ფსიქიკური) საქმიანობის განხორციელებაში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9