ორგანიზაციული მომენტი, რომელიც ხასიათდება მოსწავლეთა შინაგანი და გარეგანი (ფსიქოლოგიური) მზაობით გაკვეთილისათვის.
საშინაო დავალების შემოწმება
მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შემოწმება ახალი თემისათვის მზადების მიზნით.
მეცადინეობის მიზნის დაყენება მოსწავლეთა წინაშე.
ახალი ინფორმაციის აღქმისა და გააზრების ორგანიზაცია, ესეიგი ამოსავალი ცოდნის შეთვისება.
გაგების პირველადი შემოწმება.
საქმიანობის ხერხების ათვისების ორგანიზაცია ინფორმაციისა და სავარჯიშოების კვლავწარმოების გზით მათ გამოყენებაში (მათ შორის ვარიანტების ცვლით)
ცოდნის შემოქმედებითი გამოყენება და მოპოვება, საქმიანობის ხერხების ათვისება პრობლემური ამოცანები აგებულია ადრე შეთვისებული ცოდნისა და უნარების
გაკვეთილზე შესწავლილის განზოგადება და მისი შეყვანა ადრე შეთვისებული ცოდნისა და და უნარ-ჩვევების სისტემაში.
სასწავლო საქმიანობის შედეგების კონტროლი, განხორციელებული მასწავლებლისა და მოსწავლეთა მიერ, ცოდნის შეფასება.
საშინაო დავალება შემდეგი გაკვეთილისათვის.
გაკვეთილის შედეგების შეჯამება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.