ამ ეფექტის ზემოქმედება მჟღავნდება იმაში, რომ ერთ და იმავე პირობებზე ხალხს შეუძლია რეგირება სხვადასხვა სახით მოახდინოს, თუ დავალებათა შესრულების თანმიმდევრობა იცვლება.თუ მაგალითად რომელიმე ექსპერიმენტის მსვლელობისას მკვლევარი ცვლის მისი მდგენელების თანმიმდევრობას,მაშინ ამ ექსპერიმენტისადმი გამოსაცდელის ადაპტაციაც გაივლის უკეთესად ან უარესად. ადამიანთა ცხოვრებაში თანმიმდევრობის ეფექტი ხშირად გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე. ორგანიზაციის თანამშრომელთა პროდიქტიულობა შეიძლება ამაღლდეს ან დადაბლდეს იმის მიხედვით, თუ როგორაა აგებული მათი დღის განაწესი. ღონისძიებები ისე შეიძლება ჩატარდეს, რომ მონაწილეები ადრე დაიღალონ და შეიძლება ჩატარდეს ისეც, რომ პირიქით, მათი ენერგიის გააქტიურება გამოიწვიოს.ამის გამო ეს ეფექტი პედაგოგიკაში უძვირფასესია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.