თა თე თვ თო
თავ თან

თანამშრომლობა

იგივეა, რაც კოლაბორაცია.საერთო მიზნის მისაღწევად ორი ან მეტი ადამიანის (ან ორგანიზაციის)ერთობლივი საქმიანობა (ნებისმიერ სფეროში),მგალითად ინტელექტუალურში), რომლის დროსაც ხდება ცოდნის გაცვლა-გამოცვლა, სწავლა და თანხმობის (კონსესუსის) მიღწევა. ითვლება, რომ კოლაბორაციის მონაწილეებს შეუძლიათ მეტ წარმატებას მიაღწიონ კონკურენციის პირობებში, თუნდაც რესურსები შეზღუდული იყოს. კოლაბორაციული სწავლების მონაწილენი განსაკუთრებული მიზანსწრაფვითა და კონკურენტუნარიანობით გამოირჩევიან. ეს პროცესი გულისხმობს მართვაში თანასწორობას და ამ დროს შედეგები გაცილებით თვალსაჩინოა, რადგან ყოველ მონაწილეს თავისი წვლილი შეაქვს წარმატებაში და სხვა მონაწილის მაგალითზე სწავლობს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ კოლაბორაცია აქცენტირებულია არა შეჯიბრებითობაზე, არამედ ერთობლივ მუშაობაზე, ანალიზზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და კონსესუსზე ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს საკითხი, არამედ - დაეხმაროს თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული მათგანი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა არ დაეუფლება საკითხს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9