თა თე თვ თო
თეზ თემ თეო თერ

თეორია

  1. Gk.
    დაკვირვება, გამოკვლევა)- რტული მრავალასპექტოვანი მოვლენა, რომელიც მოიცავს:
  2. ცდისა და საზოგადოებრივი პრაქტიკის განზოგადებას, რომელიც ასახავს ბუნებისა და საზოგადოების განვითარების ობიექტურ კანონზომიერებებს;
  3. განზოგადებულ დებულებათა ერთობლიობას, რომელიც ქმნის რომელიმე მეცნიერებას ან მის რომელიმე დარგს; რაიმე დარგის ზოგადი, განყენებული საფუძვლები; ზოგადი,განყენებული მსჯელობა, შეხედულებანი ( პრაქტიკული მოქმედების საპირისპიროდ).თეორია წარმოგვიდგება, როგორც სინთეზური ცოდნის ინფორმაციული მოდელი, რომლის ჩარჩოებში ცალკეული ცნებები, ჰიპოთეზები და კანონები კარგავენ ადრინდელ ავტონომიურობას და ერთვებიან ერთმთლიან სისტემაში ხდებიან მისი ელემენტები. თეორიაში ერთი მტკიცებები გამოიყვანება სხვა მტკიცებებიდან პრაქტიკული დამოწმებების ან ლოგიკური დასკვნების საფუძველზე. თეორიები ყალიბდება, მუშავდება და მოწმმდება მეცნიერული მეთოდის შესაბამისად. თეორიას წინ უსწრებს ჰიპოთეზა. ურთიერთშეხამებული და თავსებადი თეორიებისაგან მიიღება, იგება მოძღვრება, სწავლება. თეორიული აგების მნიშვნელოვანი შედეგია პროგნოზირების უნარი.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9