თა თე თვ თო
თეზ თემ თეო თერ

თეორეტიკოსი

  1. ადამიანი, რომელიც ცოდნის ამა თუ იმ სფეროში თეორიის დამუშავებითაა დაკავებული;
  2. ის, ვინც მიდრეკილია თეორეტიზაციისკენ. ასეთ ადამიანს სისტემაში მოჰყავს თავისი დაკვირვებები და მათ საფუძველზე აგებს ლოგიკურ კონცეფციას. უყვარს ანალიზური მუშაობა, აღმერთებს პრინციპებს, თეორიებს, მოდელებს და სისტემატურ აზროვნებას. იგი პრობლემებს ხსნის თანამიმდევრული ლოგიკური მსჯელობების გზით. არ უყვარს სუბიექტივიზმი და გაურკვევლობა, განუზღვრელობა, მიისწრაფვის მაქსიმალურად შესაძლო გარკვეულობის, სრულყოფილებისა და წესრიგისკენ ყველაფერში.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9