თა თე თვ თო
თვა თვი

თვალსაჩინოების საშუალებანი

თვალსაჩინო სახეები, რომლებიც შედის სწავლების აუდიოვიზუალურ საშუალებათა შემადგენლობაში და მეცადინეობებზე გამოიყენება სასწავლო მასალის სემანტიზაციის, მისი განმტკიცების, ურთიერთობის სიტუაციის ხელახლა შექმნისა და გომონათქვამის სტიმულირების მიზნით. აღქმის მხედველობით და სმენით არხებზე მიზანმიმართული დაყრდნობის შედეგად ხელს უწყობს სწავლების ეფექტურობის ამაღლებას. თვალსაჩინოების დამხმარე სახელმძღვანელოთაგან განსხვავებით თვალსაჩინოების საშუალებანი წარმოადგენს მასიური ინფორმაციის საშუალებათა ნიმუშებს, რომლებიც ადაპტირებულია სწავლების პირობების მიმართ (კინო-,ტელეფილმები, რადიოგადაცემები და სხვა).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9