აზროვნების ტიპი, რომელიც განისაზღვრება და შემოიფარგლება თვალსაჩინოდ მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული საგნებით მანიპულირების შესაძლებლობით. შეუძლია იარსებოს მხოლოდ მანიპულირების ველის უშუალო აღქმის პირობებში. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში აზროვნების ეს ტიპი ჭარბობს. მოწიფულ ასაკში კი თვალსაჩინო-ქმედითი აზროვნება მოქმედებს როგორც უფრო მაღალი დონის აზროვნების ტიპების ფორმირების საფუძველი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.