აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
აზრ

აზროვნების ტიპები

  1. ფსიქოლოგიში გვხვდება აზროვნების ტიპებისა და სახეების სხვადასხვა კლასიფიკაცია იმის მიხედვით, თუ რომელ კონცეფციასა და ფსიქოლოგიის რომელ დარგზეა ლაპარაკი. ეს კლასიფიკაციები გარკვეული ნიშნების მიხედვით ხდება. ეს ნიშნებია: საშუალებათა გამოყენების ხასიათის მიხედვით - თვალსაცინო ტიპები, აზროვნებითი საქმიანობისატვის მასალები წარმოდგენილია თვალსაჩინო, კონკრეტული ფორმით (მულაჟები, ლაბორატორიული მოწყობილობები და სხვა).ნიშნიერი ტიპები, აზროვნებითი საქმიანობისთვის მასალები წარმოდგენილია ნიშნიერი, სიმბოლური ფორმით (რიცხვებით ოპერირება, სიტუაციის სიტყვიერი აღწერა.
  2. შემეცნებითი პროცესების მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით -ინტუიციური აზროვნება, ანალიზური აზროვნება.
  3. შესასრულებელი ამოცანების ხასიათის მიხედვით - პრაქტიკული აზროვნება.
  4. ფუნქციების მიხედვით შემოქმედებითი აზროვნება, სტერეოტიპული აზროვნება.
  5. განვითარების დონის მიხედვით (გენეტიკური კლასიფიკაცია) თვალსაჩინო-ქმედითი აზროვნება, თვალსაჩინო ხატოვანი აზროვნება, სიტყვიერ-ლოგიკური აზროვნება. ამათ გარდა, უამრავი სხვა ტიპიც განიხილება. აზროვნების ტიპების კლასიფიკაცია ძირითადად დიქოტომიური წესითაა შედგენილი.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9