სრული თვითგანვითარების პროცესი, რომელსაც თან ახლავს ადამიანის მიერ აქტუალურ მოთხოვნილებებსა და პოტენციურ შესაძლებლობებს შორის არჩევანის გაცნობიერება, თავისი სულიერი არსების სასარგებლოდ. მასლოუს სიტყვებით, „ადამიანის სწრაფვა, გახდეს ის, ვინც შეუძლია გახდეს“. ეს არის ადამიანის მისწრაფება, თავისი პიროვნული შესაძლებლობების რაც შეიძლება მეტი და სრული გამოვლენისა და განვითარებისაკენ. თვითაქტუალიზაციის ძირითადი პირობებია:
ცხოვრების (სიცოცხლის) სრული, ცოცხალი და უანგარო განცდა მასში სრული ჩაძირვითა და გულისყურის დაძაბვით.
თავისთვის ცხოვრების ისე წარმოდგენა, როგორც მუდმივი არჩევანის პროცესისა. ადამიანი ყოველ წუთში დგება არჩევანის წინაშე: წინსვლა თუ უკანდახევა. ან მოძრაობა უფრო მეტი თავდაცვისა და უსაფრთხოებისკენ, ან წინსვლისა და ზრდის არჩევანი.
თვით სიტყვა „თვითაქტუალიზაცია“ გულისხმობს საკუთარი „მე“-ს გაცნობიერებას, „მე“-სკი ყოველთვის შეუძლია აქტუალიზირება. ადამიანი ყოველთვის უკვე არის რაღაც, ყველაზე ცოტა რომელიღაც ღერძული სტრუქტურა მაინც. აუცილებელია „მე“-ს მიეცეს თავის გამოვლენის შესაძლებლობა. ადამიანთა უმეტესობა (განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები) ყურს უგდებს არა საკუთარ გულისცემას, არამედ ხმას სხვებისას: დედის, მამის, თანატოლების, მაღლა მდგომ პირთა, ტრადიციის და ასე შემდეგ.
საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა და საკუთარ თავთან პატიოსნების აუცილებლობა.
ადამიანი ვერ გააკეთებს კარგ ცხოვრებისეულ არჩევანს მანამ, სანამ არ ისწავლის, თავისი ცხოვრების ყოველ მომენტში როგორ მიაყურადოს საკუთარ თავს, საკუთარ მე-ს. იმისათვის, რომ შეძლოს საპატიო აზრის გამოთქმა, ადამიანი უნდა იყოს ნონკონფორმისტი.
უარის თქმა ილუზიაზე, საკუთარ თავზე ყალბი წარმოდგენებისგან განთავისუფლება, გაგება იმისა, თუ რომელი საქმისთვისაა ადამიანი („მე“) უვარგისი. მასლოუს თვალსაზრისით თვითაქტუალიზირებადი პიროვნება ისაა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი თავისებურებანი: რეალობის უკეთესად აღქმა, საკუთარი თავის, სხვების, გარესამყაროს უკეთესად მიღება; ქცევის სპონტანურობის გადიდება, პრობლემაზე კონცენტრირების უნარი, ემოციონალური დამოუკიდებლობა, მდიდარი შინაგანი ცხოვრება, სოციალური დაწოლისათვის წინააღმდეგობის გაწევა; გრძნობათა მოწიფულობა, ტრანსპერსონალურ განცდათა გამოცდილება, ადამიანის უკეთ გაგება როგორც ადამიანის არასოციალურ შტამპებში),ადამიანთშორისიურთიერთობების გაუმჯობესება, დემოკრატიულობის ნისნები საკუთარ ხასიათში, კრეაციულობის გაზრდა, შეფასებათა უფრო ობიექტური სისტემა. მე-კონცეფცია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.