თა თე თვ თო
თვა თვი

თვითაღზრდა

თვითგანათლების ერთ-ერთი მიმართულება. ეს არის ადამიანის საქმიანობა, რომელიც ორიენტირებულია თავისი პიროვნების შეცვლაზე შეგნებულად დაყენებული მიზნების, უკვე ჩამოყალიბებული იდეალებისა და მრწამსის შესაბამისად. თვითაღზრდა გულისხმობს პიროვნების, მისი თვითშეგნების, სხვა ადამიანების ქცევებთან თავისი ქცევების შეგნებული შედარებისა და შეპირისპირების დროს მისი ანალიზის უნარის განვითარების გარკვეულ დონეს. ადამიანის დამოკიდებულება (მიმართება) თავისი პოტენციალური შესაძლებლობებისადმი, თვითშეფასების სისწორე, საკუთარი ნაკლოვანებების დანახვის უნარი ახასიათებენ ადამიანის მოწიფულობას და წარმოადგენენ თვითაღზრდის ორგანიზაციის წანამძღვრებს. თვითაღზრდა გულისხმობს ისეთი ხერხების გამოყენებას, როგორიცაა: თვითმოვალეობა (საკუთარი თავისათვის გაცნობიერებული მიზნებისა და თვითსრულყოფის ამოცანების დასახვა, საკუთარ თავში ამა თუ იმ თვისების ფორმირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სხვა.); თვითანგარიში (გარკვეული დროის მანძილზე გავლილი გზის რეტროსპექტული ხედვა); საკუთარი საქმიანობისა და ქცევის გააზრიანება (წარმატებებისა და მარცხის მიზეზების გამოვლენა); თვითკონტროლი (საკუთარი მდგომარეობისა და ქცევის სისტემატური ფიქსაცია არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით). თვითაღზრდა ხორციელდება თვითმართვის პროცესში, რომელიც იგება მიზნების, მოქმედებათა პროგრამის, ამ პროგრამის შესრულების კონტროლის, მიღებული შედეგების შეფასებისა და თვითკორექციის საფუძველზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9