თა თე თვ თო
თვა თვი

თვითგანათლების კულტურა

თვითგანათლების ყველა კომპონენტის განვითარებისა და სრულყოფილების მაღალი დონე. თვითგანვითარების მოთხოვნილება განვითარებული პიროვნების მახასიათებელი ნიშანია, მისი სულიერი ცხოვრების აუცილებელი ელემენტი. თვითგანვითარება პიროვნების შემეცნებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილების უმაღლესი ფორმაა და დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ნებისყოფითი ძალვის გამოვლენასთან, ადამიანის შეგნებულობისა და ორგანიზებულობის მაღალ ხარისხთან და საკუთარი თვითსრულყოფისათვის შინაგანი პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებასთან.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9