ადამიანის მისწრაფება თავისი პიროვნების მაღალი შეფასებისა და თვითშეფასებისკენ, და ამ მისწრაფებით გამოწვეული ქცევა. თვითდამტკიცებას ადამიანის მოთხოვნათა სტრუქტურაში შეუძლია დაიკავოს როგორც რიგითი, ისე დომინირებული ადგილი. გარკვეულ პირობებში თვითდამტკიცების საჭიროება შეიძლება გახდეს არა მხოლოდ დომინირებული, არამედ უჯერიც (არაგაჯერებული). თვითდამტკიცების ასეთი ხასიათი ქმნის პიროვნების სპეციფიკურ მიმართულობას, უაღრესად პიროვნულს. თვითდამტკიცებაში საჭიროების დაკმაყოფილება შეიძლება მიღწეულ იქნას სხვადასხვა გზით: ამა თუ იმ საქმიანობაში რეალური მიღწევების გზით ან მიღწევათა მოჩვენებითობის შექმნის გზით, როცა სუბიექტი მიისწრაფვის, ჩანდეს ისეთ კაცად, როგორიც მას სურს იყოს, მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ არის. თვითდამტკიცების ხერხი დამოკიდებულია პიროვნების უფლების განცხადების (მოთხოვნის) ხასიათზე, შინაარსსა და დონეზე, ასევე მის შესაძლებლობებსა და უნარებზე. მე-კონცეფცია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.