თა თე თვ თო
თვა თვი

თვითკონტროლი

განსაკუთრებული ქმედებები, რომელთა საგანია ადამიანის, როგორც საქმიანობის, ურთიერთობის ან თვითშეგნების სუბიექტის, საკუთარი მდგომარეობები და თვისებები. თვითკონტროლის ცენტრალური რგოლია საკუთარი შეგნების შინაარსის მართვა, მართვა იმისა, რასაც სუბიექტი თვლის თავისი „მე“-ს ნაწილად. ამასთან, შეიძლება გამოიყოს კონტროლის ორი სახე: აფექტური და კოგნიციური თვითკონტროლი. პირველ შემთხვევაში კონტროლის საგანია სუბიექტის ემოციონალური პროცესები, გრძნობები და სურვილები. მეორეში მისი საკუთარი წარმოდგენები და აზრები.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9