თა თე თვ თო
თვა თვი

თვითმიმართება

  1. ტერმინი, რომელიც გამოიყენება პიროვნების საკუთარ „მე“-სთან მიმართების სპეციფიკის აღსანიშნავად. თვითმიმართების აგებულება შეიძლება მოიცავდეს; თვითპატივისცემას, სიმპათიას, თვითმიღებას, სიყვარულს საკუთარი თავისადმი, კეთილგანწყობილების გრძნობას, თვითშეფასებას, თვითსიმტკიცეს, თვითდამცირებას, თვითდაბრალებას, თავისი თავით უკმაყოფილებას და ა. შ. ადამიანის მიმართება თავისი თავისადმი არის პიროვნების საბაზო კონსტრუქტი, ახდენს მარეგულირებელ ზეგავლენას პრაქტიკულად ქცევის ყველა ასპექტზე, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პიროვნებათაშორისი მიმართებების დამყარებაში, მიზნების დასახვასა და მიღწევაში, კრიზისული სიტუაციების ფორმირებისა და გადაწყვეტის ხერხებში. თვითმიმართების ჩარჩოებში წარმოიქმნება პიროვნების მიმართებათა ტრიადა:
  2. თავისი შეგნებისადმი (თვითშეგნება).
  3. თავისი საქმიანობისადმი.
  4. თავისი სხეულისადმი.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9