იგივე მოწმის ეფექტი ან ჯენოვეზეს სინდრომი. ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც ვლინდება იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც გახდნენ რომელიღაც საგანგებო სიტუაციის მოწმენი, არ ცდილობენ დაეხმარონ მას, ვინც დაზარალდა, რჩებიან განზე. საინტერესო ისაა, რომ, რაც უფრო მეტია მოწმეთა რაოდენობა, მით უფრო ნაკლებია იმისი ალბათობა, რომ ვინმე დაეხმარება. ყოველი მათგანი თვლის, რომ უნდა დაეხმაროს ვიღაც სხვა. თუკი მოწმე ერთია, მაშინ მისი დახმარების ალბათობა არსებითად მატულობს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.