პროცესი, რომლის მსვლელობისას ხდება რთული დინამიკური სისტემის ორგანიზაციის შექმნა, კვლავწარმოება ან სრულყოფა. თვითორგანიზაციის პროცესებს შეიძლება ადგილი ჰქონდეთ მხოლოდ იმ სისტემებში, რომელთაც გააჩნიათ სირთულის მაღალი დონე და ელემენტების დიდი რაოდენობა. ამასთან, ამ ელემენტებს შორის კავშირები არა ხისტი, არამედ ალბათური ხასიათის მატარებელია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.