პიროვნების მიერ თავის საქმიანობასა და მიმართებებში თავისი უნარებისა და შესაძლებლობების გახსნის გაცნობიერებული და სუბიექტურად ნიშნადი პროცესი. თვითრეალიზაცია, როგორც პროცესი, გულისხმობს: თავისი თავის იდენტიფიკაციას სხვებთან; ღიადობას გამოცდილებისა და მისი მიღებისათვის; სუბიექტის მიერ გრძნობითად მოცემული სიტუაციების სხვადასხვანაირ აღქმას; აქტიურობის შემოქმედებით ხასიათს. თვითრეალიზაციის შეფასებაში არსებობს ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც იძლევა კომპონენტების აქტიურობის დონის შესახებ მსჯელობის
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.