ერთ-ერთი ასპექტი თვითგანათლების სამი ასპექტიდან მიზანმიმართული სასწავლო საქმიანობა, რომელიც იმართება თვით პიროვნების მიერ პედაგოგის მონაწილეობის გარეშე. თვითსწავლების ძირითადი ფორმებია: სასწავლო, მეცნიერული, მხატვრული და სხვა. ლიტერატურის შესწავლა; ლექციების, მოხსენებების, კონცერტების, ფონოგრამების, სპეციალისტთა კონსულტაციების და სხვა. მოსმენა; სპექტაკლების, კინოფილმების, მუზეუმების, გამოფენების და სხვა. ნახვა; ასევე, პრაქტიკული სასწავლო საქმიანობის განხორციელება ცდები, ექსპერიმენტები და სხვა., სამუშაოთა სხვადასხვა სახეების, შრომის იარაღების დამოუკიდებელი დაუფლება და ასე შემდეგ. თვითსწავლება უწყვეტი განათლების სისტემის შემადგენელი კომპონენტია, მასთან ერთად, წარმოადგენს საბაზო ზოგად და პროფესიონალურ განათლებასა და სპეციალისტების კვალიფიკაციის პერიოდულ ამაღლებასა და გადამზადებას შორის დამაკავშირებელ რგოლს. სინონიმია თვითსწავლა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.