ფსიქოლოგიური სტრუქტურა, რომელიც იქმნება პერსონოგენეზის პროცესში და წარმოადგენს პიროვნულად მნიშვნელოვან მიმართებებს საკუთარი თავისა და სამყაროსადმი წარსულში აწმყოსა და მომავალში; საკუთარი თვისებების, უნარების, გარეგნობის, სოციალური ნიშნადობის და სხვა. სახე (ხატი), რომელიც გააჩნია სუბიექტს. ეს არის ადამიანის მიერ თავისი არსებობისა და თავისი ქცევების შეგნება. იყოს შეგნებული ნიშნავს, მოქმედებდეს იმისი ცოდნით, თუ როგორ მოქმედებს, ცხოვრობდეს იმისი ცოდნით, რომ არსებობს. თვითშეგნება არის ცოდნა საკუთარი თავის შესახებ: როგორი ვიყავი, როგორი ვარ, როგორი ვიქნები, როგორი უნდა ვიყო. თვითშეგნება შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა ასპექტებში. ჯერ ერთი, ან როგორც საკუთარ წარმოდგენათა დაგროვების პროცესი, ან როგორც ამ პროცესის შედეგი. პირველ შემთხვევაში განიხილება თვითშეგნების დინამიკური ასპექტები: თვითშეგნების გაჩენა და ფორმირება; მისი განვითარება ადამიანის ცხოვრების მანძილზე; ადამიანისა და კაცობრიობის ისტორიის თვითშეგნების გაჩენა და განვითარება; ამ გამოცდილების ფორმა; მისი სტრუქტურა და ორგანიზაცია; მისი ფუნქციები ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაში. თვითშეგნების სხვადასხვა მხარეთა კლასიფიკაციის დროს მნიშვნელოვანია ორი კრიტერიუმი:
პიროვნების თვითშეგნება ასახავს ადამიანის პოზიციებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში მე როგორც გარკვეული პროფესიონალური ჯგუფის წარმომადგენელი; მე როგორც ოჯახის წევრი; მე როგორც გარკვეული საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი და ასე შემდეგ.
თვალსაზრისი, რომლითაც ხორციელდება თავისი თავის ანალიზი და შეფასება: დროითი შეხედულება საკუთარ თავზე წარსული მე (როგორი ვიყავი ადრე), ახლანდელი მე (როგორი ვარ ახლა), მომავალი მე (როგორსვხედავ ჩემს თავს მომავალში). ფასეულობითი შეხედულება საკუთარ თავზე როგორი მინდა ვიყო მე თვითონ (პირადი ფასეულობები), ჩემი დანახვა როგორის სურთ მეგობრებს (რეფერენტული ჯგუფის ფასეულობები), ჩემი სოციალური გარემოცვიდან სხვების თვალსაზრისის მიღება (ჩემი წარმოდგენა, მაგალითად, იმის შესახებ, თუ როგორ მაფასებენ ჩემი კოლეგები სამსახურში („რეფლექსიური მე“) და სხვა. ადამიანის საქმიანობაში განასხვავებენ თვითშეგნების შემდეგ ფუნქციებს:
„მე“ არის ის წერტილი, ის პერსპექტივა, რომლიდანაც ადამიანი აღიქვამს, წვდება და ეუფლება სამყაროს. ამასთან, მთელ ინდივიდუალურ ცოდნასა და გამოცდილებას აქვს სუბიექტური შეფერილობა.
„მე“ ასრულებს მარეგულირებელ როლს ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაში. ადამიანის ქცევა განპირობებულია არა მხოლოდ სიტუაციით, არამედ იმითაც, თუ როგორ აღიქვამს და აფასებს თავის თავს. თვითშეგნების ფორმირების ფსიქიკური მექანიზმია რეფლექსია. მე. კონცეფცია.
See also: მე-კონცეფცია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.