პიროვნების მიერ თავისი თავის, თავისი შესაძლებლობების, თვისებებისა და სხვა ადამიანებს შორის თავისი ადგილის შეფასება; პიროვნების ქცევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგულატორი. თვითშეფასება მიეკუთვნება პიროვნების ფუნდამენტალურ წარმონაქმნებს. იგი საგრძნობლად მაღალ დონეზე განსაზღვრავს მის აქტიურობას, მის მიმართებას თავის თავთან და სხვა ადამიანებთან. არჩევენ ზოგად და კერძო თვითშეფასებას. კერძოა, მაგალითად, საკუთარი გარეგნობის ან ხასიათის რომელიმე ნიუანსის შეფასება. ზოგად ანუ გლობალურ თვითშეფასებაში აისახება მოწონება ან არმოწონება, რომელსაც ადამიანი განიცდის საკუთარი თავის მიმართ. თვითშეფასებები აზოგადებენ პიროვნების წარსულ გამოცდილებას და ორგანიზაციას უკეთებენ ახალ ინფორმაციას, რომელიც საკუთარ „მე“-ს შეეხება. ამასთანავე, თვითშეფასება, თუ სიტყვა ეხება უნარებსა და პოტენციალურ შესაძლებლობებს, გამოხატავს უფლების განცხადებათა გარკვეულ დონესაც. არაცალსახაა თვითშეფასების კრიტერიუმებიც. ინდივიდი თავის თავს აფასები ორი მიდგომით:
თავის თავს უდარებს სხვა ადამიანებს. რაც უფრო მაღალია უფლების განცხადების დონე, მით უფრო ძნელია მათი დაკმაყოფილება. ამა თუ იმ საქმიანობაში წარმატებები და წარუმატებლობები არსებით გავლენას ახდენენ საქმიანობის ამ სახეში ინდივიდის მიერ თავისი უნარების შეფასებაზე: მარცხი ამცირებს უფლების განცხადების დონეს, ხოლო წარმატება ამაღლებს მას. კერძო თვითშეფასებები ძალიან ბევრია. ამ თვითშეფასებების საფუძველზე ადამიანის შესახებ მსჯელობა, როცა არ ვიცით მისი ფასეულობების სისტემა, არ ვიცით ის, თუ რომელი თვისებებია ან საქმიანობის რომელი სფეროა მისთვის ძირითადი, შეუძლებელია. თვითშეფასება არ არის მუდმივი, იგი იცვლება გარემოებათა მიხედვით. მის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეალური „მე“-სა და იდეალური „მე“-ს სახეების (ხატების) შეპირისპირება. თითოეულ მათგანს დახასიათება ეძლევა და რაც უფრო მეტია გარღვევა ამ დახასიათებათა შორის, მით უფრო დაბალია თვითშეფასება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ თვითშეფასება, მიუხედავად იმისა, მის საფუძველში ინდივიდის პირადი აზრები დევს, თუ სხვისი, ყოველთვის ატარებს სუბიექტურ ხასიათს. მეკონცეფცია.
See also: მეკონცეფცია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.