იგ იდ იე იზ ილ იმ ინ ირ
იგნ

იგნორირება

E.
უგულებელყოფა, უყურადღებოდ დატოვება, ვინმეს ან რაიმეს არად მიჩნევა, არაფრად ჩაგდება. კონტექსტის მიხედვით შეიძლება აღნიშნავდეს სხვადასხვა საგანს: ფსიქოლოგიაში ფსიქიკის დამცველი მექანიზმი, რომელიც მდგომარეობს არასასიამოვნო ზემოქმედების წყაროს, მუქარის (საფრთხის) არსებობის ან მისი ხასიათის შესახებ ინფორმაციის არაცნობიერ (ქვეცნობიერ) კონტროლში; ასეთი ინფორმაციის რაოდენობის შეზღუდვაში ან მის დამახინჯებულ აღქმაში. ასეთი იგნორირება შეიძლება ახლდეს კონფლიქტებს. მედიცინაში ცალმხრივი სივრცითი იგნორირება (იგნორირების სინდრომი) სივრცის ნაწილის იგნორირება, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს ტვინის დაზიანებისას, რომელსაც ინსულტი ან თავის ტრავმები იწვევს. ნეირობიოლოგიაში სენსორული ინფორმაციის ფილტრაციის ფორმა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9