იგ იდ იე იზ ილ იმ ინ ირ
იდე

იდეა

  1. ცნება, წარმოდგენა, რომელიც ასახავს სინამდვილეს ადამიანის ცნობიერებაში და გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას გარესამყაროსადმი.
  2. მსოფლმხედველობის ძირითადი, არსებითი პრინციპი.
  3. აზრი გარდაქმნის შესახებ. იდეის დაბადება ინდივიდუალური პროცესია. მის საფუძველში ძევს გამოცდილება, ინტუიცია, აზრითი სინჯვები და ექსპერიმენტები, ლოგოკური გააზრებანი. იდეა იბადება მაშინ, როცა გამოცდილებაში გროვდება ისეთი ფაქტები, რომლებიც ვერ თავსდება არსებული და დამკვიდრებული ახსნის სფეროში, როცა ამ ფაქტებს საერთოდ ვერ ხსნის ან ბუნდოვნად ხსნის არსებული თეორიები. სწორედ მაშინ ჩნდება სურვილი და მოთხოვნილება რაღაც ახალი თეორიის შექმნის. და ეს ახალი თეორია იმთავითვე ჩაისახება მისი არსებობის იდეისა და ჩანაფიქრის სახით.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9