იგ იდ იე იზ ილ იმ ინ ირ
იდე

იდეალები

L.
(წარმოდგენა, ფორმა, წინასახე) პიროვნების მიმართულობის ერთერთი ფორმა რაიმის, ვინმეს ან რაიმეში სრულყოფილების ხატი (სახე). მაგალითად, იდეალური პროდუქტი, იდეალური მეგობარი და სხვ. მათ შორის იდეალს წარმოადგენს უმაღლესი მიზანი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის, კლასის ან მთელი საზოგადოების მისწრაფებებს, ქცევას, საქმიანობას. ეს შეიძლება იყოს სრულყოფილი საზოგადოებრივი წყობის სახე (საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეალი), პიროვნების სრულყოფილი მორალური თვისებები და მიმართებები ადამიანთა შორის (ზნეობრივი, ეთიკური იდეალი), მშვენიერი, ჰარმონიულად განვითარებული ადამიანი (ესთეტიკური იდეალი) და სხვ. იდეალის ფუნქცია ძალზე მნიშვნელოვანია პედაგოგიკაში. სანების, მოვლენებისა და საზოგადოების არასრულყოფილებისა და პიროვნულ ნაკლოვანებათა გაცნობიერებისას იდეალები აღაფრთოვანებს ადამიანებს და შთააგონებს საკუთარი თავის, ცხოვრების პირობების, საზოგადოების შეცვლის იდეას. იდეალი ბადებს პიროვნული თვითსრულყოფის, გარემოს გაუმჯობესებისა და საზოგადოების განვითარების იდეას, მოზარდის ცნობიერებაში ამყარებს დადებითად დამუხტულ სტიმულს. პიროვნული იდეალების შექმნის წყარო ხშირად კონკრეტული ადამიანებია. პატარა ბავშვისათვის ეს დედისა და მამის სახეებია, მათ ხშირად მასწავლებელიც ემატება. უფრო მოზრდილ პერიოდში ყმაწვილთა იდეალები ლიტერატურულ გმირებში, კინოგმირებსა და ისტორიულ პიროვნებებში უნდა ვეძებოთ. საზოგადოდ, იდეალები ისეთ ურთიერთმიმართებაშია პიროვნების ფასეულობებთან, როგორშიც ნაწილი და მთელი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9