უმაღლეს (ან საშუალო) სკოლაში სწავლასთან დაკავშირებული; აკადემიური წელი დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში უმაღ ლეს სასწავლებელში ან სკოლაში წარმოებს მეცადინეობა; სასწავლო წელი. აკადემიური საათი გაკვეთილის ან ლექციის ხანგრძლივობა (40 - 50 წუთი). აკადემიური წარმატება — მოსწავლის მიერ საპროგრამო მასალის შესწავლა შეთვისების ხარისხი. აკადემიური პერსონალი სკოლაში მასწავლებელთა და უმაღლეს სასწავლებელში პროფესორ-მასწავლებელთა კოლექტივები. აკადემიური შვებულება სტუდენტისათვის მიცემული შვებულება სასწავლო წლის განმავლობაში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.