(სახე, გამოსახვა, ასახვა) საქმიანი ადამიანის რეალური (ან წარმოსახვითი) იერი, სტილი; მასთან მიმართება ადამიანის პოპულარობისა და წარმატების, ხალხის ნდობისა და სიმპათიის საფუძველზე. ჩვეულებრივ, ასოციირდება პრესტიჟისა და პრესტიჟულობის ცნებებთან, რეპუტაციასთან. სხვა სიტყვებით, იმიჯი არის ერთობლიობა იმ წარმოდგენებისა, რომლებიც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივ აზრში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ეჭიროს თავი ადამიანს თავისი სტატუსის შესაბამისად. იმიჯი იქმნება პიარით, პროპაგანდით, რეკლამით იმ მიზნით, რომ ობიექტისადმი მასიურ შეგნებაში ჩამოყალიბდეს გარკვეული მიმართება. მასში შეიძლება შეხამებული იყოს ობიექტის როგორც რეალური თვისებები, ისე არარსებული, მიწერილი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.