ის, რაც განხორციელებადია საკუთარი პიროვნული შთაბეჭდილებების საფუძველზე, მაგალითად, იმპრესიული კონტროლი. მასწავლებლისა და მოსწავლის საქმიანობის თანამედროვე კონტროლი აუცილებლად უნდა შეივსოს ინტეგრალური, ან, როგორც ახლა ამბობენ, „იმპრესიული“ კონტროლით, და ეს მოხდება მაშინ, როცა შემმოწმებელი, რომელიც ფლობს დახვეწილ პედაგოგიურ ინტუიციას, დაკვირვებულობასა და გამოცდილებას, პიროვნული შთაბეჭდილებების საფუძველზე შეძლებს მოცემულ სკოლაში სწავლებისა და აღზრდის ძირითადი ტენდენციების სწორად განსაზღვრას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.