იგ იდ იე იზ ილ იმ ინ ირ
იმა იმი იმპ

იმპულსურობა

L.
ბიძგი, დარტყმა გადაგდება, გარეკვა; დარტყმა ხასიათის ისეთი თვისება, რომელიც გამოიხატება საკმარისი შეგნებული კონტროლის გარეშე, გარეგან გარემოებათა ზემოქმედების ქვეშ ან ემოციონალური განცდების ძალით მოქმედებისკენ მიდრეკილებაში. იმპულსურობა, როგორც ასაკობრივი თავისებურება, უმჟღავნდებათ უპირატესად სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ ასაკში არასაკმარისადაა ჩამოყალიბებული ქცევის კონტროლის ფუნქცია. ნორმალური განვითარების პირობებში იმპულსურობის ასეთი ფორმა ოპტიმალურად კორექტირდება ბავშვების ერთობლივ თამაშში, სადაც როლური წესების შესრულება მოითხოვს საკუთარი სურვილებისაგან თავის შეკავებასა და სხვისი ინტერესების გათვალისწინებას, ან ეს მოხდება სასწავლო საქმიანობაში რამდენადმე გვიან. მოზარდობის ასაკში იმპულსურობამ, როგორც ასაკობრივმა თავისებურებამ, კვლავ შეიძლება იჩინოს თავი, რაც უკვე დაკავშირებული იქნება ამ ასაკში ემოციონალური აგზნებადობის გაძლიერებასთან. იმპულსურობის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება სპეციალური ტესტები და კითხვარები. მაგალითად, ჯერომ კაგანის Mat-ching Fami– liar Figure Test, ჰანს აიზენკის იმპულსურობის კითხვარი და ბარატის იმპულსურობის თვითდიაგნოსტიკური ტესტი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9