იგ იდ იე იზ ილ იმ ინ ირ
ინდ ინვ ინკ ინო ინს ინტ ინფ ინჰ

ინდივიდი

L.
განუყოფელი)არსი, ცალარსი; სხვებისაგან განსხვავებული (განსაკუთრებული თავის გვარში) ცოცხალი ორგანიზმი; ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში: ცალკეული ადამიანი, როგორც მისი თანდაყოლილი და შეძენილი თვისებების უნიკალური შეხამება; ცალკეული ადამიანი, როგორც სოციალური არსება, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე თანდაყოლილი თვისებების შეხამება. ადამიანი როგორც ერთმთლიანი, ადამიანთა გვარის განუმეორებელი წარმომადგენელი თავისი ფსიქოფიზიოლოგიური თვისებებით. ცნება „ინდივიდი“ მჭიდროდაა დაკავშირებული ცნებებთან: „ადამიანური ორგანიზმი“, „პიროვნება“, „სუბიექტურობა“, „ინდივიდუალურობა“ და „სულიერება“, რომლებიც გამოიყენება ცალკეული ადამიანის თვისებებისა და უნარების ერთობლიობის, ონტოგენეზში ადამიანის განვითარების არსებითი დონეების აღსანიშნავად.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9