ტერმინის ზოგადი პროტოტიპული მნიშვნელობა უკავშირდება რომელიმე სიმრავლეში ან მოვლენაში ვინმეს ან რაიმეს ჩართულობას. ლინგვისტიკაში: პირველი პირის ნაცვალსახელის მნიშვნელობაში მეტყველების ადრესატის ჩართულობის გამომხატველი. პედაგოგიკაში (განათლების სისტემაში): ჯანმრთელი ბავშვებისა და ჯანმრთელობაშეზღუდული ბავშვების ერთობლივ აღზრდასა და სწავლებაზე დამყარებული. აქვს სხვა მნიშვნელობაც.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.