ზოგადი განათლების პრაქტიკა, რომელიც ემყარება იმ გაგებას, რომ ინვალიდებს თანამედროვე საზოგადოებაში შეუძლიათ (და ვალდებულებიც არიან) ჩაერთონ სოციუმში. მოცემული პრაქტიკა ორიენტირებულია განათლების ყველასათვის მისაწვდომობის პირობების ფორმირებაზე. მათ შორის განათლება ინვალიდობის მქონე ბავშვებისთვისაც მისაწვდომი ხდება. 1990იან 2000-იან წლებში ჩამოყალიბებულმა საზოგადოებრივმა აზრმა დააყენა შესაბამისი პედაგოგიკისათვის პირობების შექმნის საკითხი. და უკვე თანდათანობით იქმნება ინკლუზიური (ჩამრთველი) პედაგოგიკა. ინკლუზიური განათლება მიისწრაფვის იმისკენ, რომ განავითაროს ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც ბავშვებზე იქნება ორიენტირებული და მოუწოდებს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუუმია, სწავლებაში სხვადასხვა მოთხოვნით. ინკლუზიური განათლება ცდილობს, სწავლებისადმი ისეთი მიდგომები, რომლებიც სწავლებაში სხვადასხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უფრო მოქნილი იქნება. იმ ცვლილებების შედეგად, რომლებსაც ახორციელებს ინკლუზიური განათლება, თუ სწავლება გახდება უფრო ეფექტური, მაშინ მოგებული დარჩება ყველა ბავშვი (არამარტო სხვადასხვა მოთხოვნილებისანი).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.