(ცვლილების მიმართულებით მიმართულებით განახლება)დანერგილი სიახლე (პროდუქტი, პროცესი ან ორგანიზაციული მეთოდი), რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის მიერ მოთხოვნილი პროცესების ან პროდუქციების ეფექტურობის ხარისხობრივ ზრდას. ინოვაცია არის ადამიანის ინტელექტუალური საქმიანობის, მისი ფანტაზიის, შემოქმედებითი პროცესის, აღმოჩენის, გამოგონებისა და რაციონალიზაციის საბოლოო შედეგი. აქვე უნდა ითქვას, რომ ინოვაცია არ არის ნებისმიერი სიახლე ან ახალშემონაღები, ეს ისეთი სიახლეა, რომელიც სერიოზულად ამაღლებს მოქმედი სისტემის ეფექტურობას. ეს არის ახლის შემოტანა სწავლებისა და აღზრდის მიზნებში, შინაარსში, მეთოდებსა და ფორმებში, მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი საქმიანობის ორგანიზაციაში, კონტროლისა და შეფასების სისტემაში, სასწავლომეთოდიკურ უზრუნველყოფაში და სხვა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.