გამჭრიახობა, არსში ჩაწვდომა, გაგება, გაცისკროვნება, უეცარი მიხვედრა, გონების განათება)ინტელექტუალური მოვლენა, რომლის არსი მდგომარეობს პრობლემის მოულოდნელ გაგებასა და მისი ამოხსნის მოულოდნელ პოვნაში, გონების გაცისკროვნებაში. ეს არის მოვლენებისა თუ სიტუაციების არსის ანაზდეული, ლოგიკურად გამოუყვანადი გაგება. გამოდის, როგორც პედაგოგიური იმპროვიზაციის ერთ-ერთი ელემენტი. გეშტალტფსიქოლოგიის განუყოფელი ნაწილია. ცნება პირველად გამოიყენა ვოლფგანგ კელერმა 1925 წელს. ეს მოვლენა განიხილება მეცნიერების დარგებში: ზოოფსიქოლოგია, ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი და ფსიქიატრია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.