|

იგ იდ იე იზ ილ იმ ინ ირ
ინდ ინვ ინკ ინო ინს ინტ ინფ ინჰ

ინსტრუმენტი

L.
(ხელსაწყო)საგანი, მოწყობილობა, მექანიზმი, მანქანა ან ალგორითმი, რომლებიც გამოიყენება ობიექტზე ზემოქმედებისათვის: მისი შეცვლის ან გაზომვისათვის მარგი ეფექტის მიღწევის მიზნით. ინსტრუმენტის კონსტრუქციასა და მისი გამოყენების წესების საფუძველია მატერიალური სამყაროს კანონების ცოდნა, რომელიც ერთვის წარმოების ტექნოლოგიას. რთული ინსტრუმენტი მოიცავს რამდენიმე ელემენტარულის იდეას. ფართო გაგებით, ინსტრუმენტი ობიექტზე ზემოქმედების, ობიექტის გარდაქმნის, ობიექტის შექმნის საშუალებაა. მაგრამ ხელსაწყო ან მოწყობილობა არ არის დამხმარე საშუალება: კერვის დროს ნემსი ინსტრუმენტია, მაგრამ ძაფი არა. ერთი და იგივე საგანი შეიძლება ერთ შემთხვევაში ინსტრუმენტი იყოს, მეორე შემთხვევაში კი დამხმარე საშუალება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9