შეგრძნება, აღქმა, გაგება, შეგნება, ცნება, გონება) ჭკუა. ეს არის ფსიქიკის ხარისხი, რომელიც შედგება ახალ სიტუაციებთან შეგუების უნარისაგან, გამოცდილების საფუძველზე შესწავლისა და დამახსოვრების, აბსტრაქტული კონცეფციების გაგებისა და გამოყენების, და გარესმყაროს მართვის მიზნით საკუთარი ცოდნის გამოყენების უნარისაგან. ეს არის სიძნელეთა შემეცნებისა და გადალახვის ზოგადი უნარი, რომელიც აერთიანებს ადამიანის ყველა შემეცნებით უნარს: შეგრძნებას, აღქმას, მეხსიერებას, წარმოდგენას, წარმოსახვას, აზროვნებას. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰოვარდ გარდნერმა თავის წიგნში („გონების სტრუქტურა“, 1983) ჩამოაყალიბა მრავალმხრივი ინტელექტის ორიგინალური თეორია. გარდნერმა დაახასიათა ინტელექტის შვიდი ტიპი და მათი შესაბამისი სწავლის სტილები სწავლების სტილები). 1996 წელს გარდნერმა მერვე, ნატურალური ინტელექტის ცნებაც შემოიტანა. აი, ისინიც: ინტერპერსონალური ინტელექტი, ინტრაპერსონალური ინტელექტი, ლინგვისტიკური ინტელექტი, მუსიკალური ინტელექტი, ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი, ვიზუალურ-სივრცული ინტელექტი, ფიზიკურ-კინესთეტიკური ინტელექტი, ნატურალური (ბუნებრივი) ინტელექტი. საერთდ, ინტელექტი ის პოტენციალია, რომლის დახმარებითაც ადამიანს სწავლა, რაიმეს გაგება და ნასწავლის ადეკვატური გამოყენება შეუძლია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.