ემოციების გაცნობიერების, მიღწევისა და გენერირების უნარი. ამასთან, ეს გენერირება ხელს უნდა უწყობდეს აზროვნებას, ემოციებისა და მათი „მნიშვნელობების“ გაგებას. ეს უნარები გულისხმობს პიროვნების მიერ ემოციების ისეთ მართვას, როცა იქმნება ბუნებრივი ნიადაგი თვით ამ პიროვნების ემოციონალური და ინტელექტუალური ზრდისათვის. ემოციონალური ინტელექტის ცნება შემოღებულია 1990 წელს პიტერ სტაიერისა და ჯეკ მაიერის მიერ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.