|

აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
აკა აკვ აკმ აკო აკრ აკუ

აკალკულია

Gk.
(უარყოფითი ნაწილაკი + ლათინური. calculo ვითვლი) ნეიროფსიქოლოგიური სიმპტომი, რომელიც ვლინდება თვლისა და რიცხვებზე ოპერაციების უნარის დარღვევაში, მოშლაში. ეს ხდება თავის ტვინის ქერქის (მარცხენა ნახევარსფერო) დაზიანების შედეგად. ასეთ შემთხვევაში მოსწავლე ვერ ცნობს რიცხვებს, ერთმანეთში ურევს მსგავსი მოხაზულობის ციფრებს (მაგალითად 6 და 9) და ვერ ასრულებს მათზე ზეპირ და წერით ოპერაციებს. აკალკულაცია ხშირად ეხამება სენსორულ აფაზიას. ნ. დისკალკულაცია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9