იგ იდ იე იზ ილ იმ ინ ირ
ინდ ინვ ინკ ინო ინს ინტ ინფ ინჰ

ინტენსიონალი

L.
(ინტენსიურობა, დაძაბულობა, ძალისხმევა)სემანტიკის ტერმინი. აღნიშნავს ცნების შინაარსს, ესეიგი სიმრავლეს იმ აზრობრივი ნიშნებისა, რომლებითაც ხასიათდება მოცემული ენობრივი ერთეულით აღნიშნული საგანი ან მოვლენა. მაგალითად, ცნების „სოკრატე“ ინტენსიონალში შედის ყველა ის თვისება, რომლებიც ახასიათებს სოკრატეს: ადამიანი, მამაკაცი, ბრძენი, ბერძენი, ფილოსოფოსი და სხვ., ან, ცნების „განტოლება“ ინტენსიონალში შედის ყველა ის თვისება, რომლებიც განტოლებას ახასიათებს. ინტენსიონალს უპირისპირდება ექსტენსიონალი. ორივე ერთად ერთმთლიანობას ქმნიან და ახასიათებენ ცნებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9