შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზაციის სპეციალური ფორმა. გულისხმობს სრულიად კონკრეტულ და პროგნოზირებად მიზნებს. ერთერთი ასეთი მიზანი მდგომარეობს სწავლების კომფორტული პირობების შექმნაში, ისეთისა, რომლის დროსაც მოსწავლე გრძნობს თავის წარმატებას, თავის ინტელექტუალურ შეძლებულობას, რაც სწავლების პროცესს პროდუქტიულს ხდის. მოკლედ, ეს არის უპირველესად, დიალოგური სწავლება, რომლის მსვლელობაშიც ხორციელდება მასწავლებლისა და მოსწავლეთა ყოველმხრივი ურთიერთმოქმედება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.