(ერთად; მოქმედება; ურთიერთმოქმედება)— ადამიანის უნარი, ურთიერთმოქმედებდეს ან იმყოფებოდეს საუბრის, დიალოგის რეჟიმში ვინმესთან (ადამიანთან) ან რამესთან (მაგალითად, კომპიუტერთან). ზოგადად: სისტემის ორგანიზაციის პრინციპი, რომლის დროსაც მიზანი მიიღწევა ამ სისტემის ელემენტების ინფორმაციული გაცვლა-გამოცვლით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.