სკალი სახეობა, რომელიც აგებულია რიცხვთა ინტერვალებზე. ინტერვალური გაზომვა გულისხმობს ობიექტებისათვის ციფრობრივი მაჩვენებლების მინიჭებას. ინტერვალური სკალა ითვალისწინებს განსაზღვრულ მანძილებს სკალის ნებისმიერ ორ რიცხვს შორის. სკალის ნულოვანი წერტილი შეირჩევა ნებისმიერად. ინტერვალური სკალის მაგალითებია: ტემპერატურული, ინტელექტის სტანდარტიზირებული ტესტირების სკალები და სხვა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.