იგ იდ იე იზ ილ იმ ინ ირ
ინდ ინვ ინკ ინო ინს ინტ ინფ ინჰ

ინტერვიუირების მეთოდი კვლევაში

პედაგოგიკურ კვლევაში ეს არის პედაგოგიკური ვერბალურ-კომუნიკაციური მეთოდი, რომელიც მდგომარეობს საუბრის წაყვანაში მკვლევარსა და რესპონდენტს შორის წინასწარ დამუშავებული გეგმით. ეს მეთოდი საუბრის სახესხვაობაა, მისი ახალი მოდიფიკაცია. იგი გამოიყენება იშვიათად და მკვლევართა შორის ვერ პოულობს აქტიურ მომხრეებს. ინტერვიუირება, ჩვეულებრივ, გულისხმობს პუბლიკურ განხილვას. მკვლევარი სვამს კითხვებს გარკვეული თანამიმდევრობით. პასუხები მზადდება წინასწარ. მაგრამ ეს წინასწარ მომზადებული პასუხებიც ყოველთვის არ არის სამართლიანი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9