გადასვლა გარედან შიგნით; შინაგანი) მეტყველების გარეგანი ფორმიდან მის შინაგან ფორმაში გადასვლა; ადამიანური ფსიქიკის შინაგანი სტრუქტურების ფორმირება გარეგანი სოციალური საქმიანობის შეთვისების, ცხოვრებისეული გამოცდილების მითვისების, ფსიქიკური ფუნქციების ქმნადობის, და მთლიანობაში განვითარების მეშვეობით. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და ჩვენთვის ვილაპარაკოთ, ისე, რომ სხვებს ხელი არ შევუშალოთ, გვაქვს საგანთა სახეებით ოპერირების უნარი მაშინაც, როცა მოწყვეტილი ვართ ამ საგნებს,შეგვიძლია გადავლახოთ დროცა და სივრცეც და გონებით გადავერთოთ აწმყოდან წარსულში, წარსულიდან მომავალში და აქტიურად ჩავერთოთ აწ გარდასულ თუ შესაძლო მომავალ მოვლენებში მხოლოდ ინტერიორიზაციის წყალობით. ინტერიორიზაციის არსებობის უმნიშვნელოვანესი საშუალებებია სიტყვა და მეტყველებითი მოქმედებები. ფსიქოლოგიაში ტერმინი ინტერიორიზაცია დაამკვიდრეს ფრანგული ფსიქოლოგიური სკოლის წარმომადგენლებმა. შემდგომში მრავალი მუშაობდა მასზე, პიერ ჟანე, ჟან პიაჟე, ანრი ვალონი და სხვა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.