გაერთიანებული კომპიუტერული ქსელების მსოფლიო სისტემა, რომელიც აგებულია
IP-სა და
IP-პაკეტების მარშრუტიზაციის ბაზაზე. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს. იგი მსოფლიო ობობასათვის (World Wide Web, WWW) და მონაცემთა გადაცემის მრავალი სხვა სისტემისათვის (პროტოკოლებისათვის) წარმოადგენს ფიზიკურ საფუძველს. ხშირად მოიხსენიება როგორც მსოფლიო ქსელი ან გლობალური ქსელი. სადღეისოდ სიტყვა „ინტერნეტ“-ში უმეტესად იგულისხმება მსოფლიო ობობა და მასში მისაწვდომი ინფორმაცია, და არა ფიზიკური ქსელი.