(ინტელექტის) — ინტელექტის ეს ტიპი ეხება გაგებასა და სხვა ადამიანებთან ეფექტურ ურთიერთმოქმედებებს. როცა ადამიანებს შეუძლიათ სხვებს მოუსმინონ ყურადღებით, დაამყარონ ეფექტური ურთიერთობა სხვებთან და იციან, როგორ მოახდინონ მათზე ზემოქმედება, რეაგირებენ სპონტანურად და შეუძლიათ გააცინონ ადამიანები, თავს კომფორტულად გრძნობენ, როცა, მაგალითად, აძლევენ და ღებულობენ კომენტარებს, მიჰყავთ მოლაპარაკებები, ასწავლიან და შეუძლიათ მისცენ მოსწავლეებს გაცნობიერებული ცოდნა და სხვა, მაშინ ისინი ფლობენ მაღალგანვითარებულ ინტერპერსონალურ ინტელექტს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.