იგ იდ იე იზ ილ იმ ინ ირ
ინდ ინვ ინკ ინო ინს ინტ ინფ ინჰ

ინტერპრეტაცია

L.
(განმარტება)ტერმინი მრავალმნიშვნელობიანია. მათემატიკაში, ლოგიკაში, მეცნიერების მეთოდოლოგიაში და შემეცნების თეორიაში მისი განსაზღვრაა: მნიშვნელობათა (გააზრებების) ერთობლიობა, რომელიც ამა თუ იმ ხერხით ეძლევა რომელიმე საბუნებისმეტყველო ან აბსტრაქტულ-დედუქციური თეორიის ელემენტებს (გამოსახულებებს, ფორმულებს, სიმბოლოებს და სხვა.). იმ შემთხვევაში კი, როცა ასეთ გააზრებას ექვემდებარება ამ თეორიის ცალკეული ელემენტები, მაშინ ამბობენ სიმბოლოების, ფორმულების და სხვათა ინტერპრეტაციის შესახებ. ინტერპრეტაციის ცნებას დიდი გნოსეოლოგიური მნიშვნელობა გააჩნია: იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეცნიერული თეორიებისა და მათი აღმწერი დარგების ურთიერთშეპირისპირებისას მაშინ, როცა თეორიის აგების სხვადასხვა ხერხზე და მათ შორის მიმართებათა ცვლილებების დახასიათებაზეა საუბარი, შემეცნების განვითარების პროცესში. კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა გააჩნია ამ ცნებას აბსტრაქტულ-დედუქციურ ლოგიკურ-მათემატიკურ თეორიებში; ხელოვნებაში ინტერპრეტაციის ცნება ასეთია: სახის, თემის, ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოებისა და სხვა. ახლებური შემოქმედებითი გააზრება და გახსნა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9