(შორის სუბიექტი)სუბიექტთაშორისი. შემეცნების ინტერსუბიექტური ხერხი შემოიღო კარლ როჯერსმა 1950 წელს. შემეცნების ობიექტური და სუბიექტური ფორმების ინტეგრირებულ ფენომენს როჯერსმა უწოდა ინტერსუბიექტური ანუ ფენომენოლოგიური ცოდნა. პიროვნების გაგებისადმი ინტერსუბიექტური მიდგომა აღიარებს სხვა ინდივიდებთან კავშირის წამყვან როლს პიროვნების განვითარებისათვის.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.