(abstractio მოცილება, მოშორება, განყენება) - შემეცნების პროცესში ობიექტის ( საგნის ან მოვლენის) არარსებითი მხარეების, თვისებებისა და კავშირებისაგან განყენება მათი არსებითი, კანონზომიერი ნიშნების გამოყოფის მიზნით;- აბსტრაჰირება;თეორიული განზოგადება, როგორც ასეთი განყენების შედეგი, ევროპულ ფილოსოფიასა და ლოგიკაში აბსტაჰირება გაიგება როგორც ისეთი ცნებების ეტაპობრივი პროდუცირების ხერხი, რომლებიც ქმნიან სულ უფრო და უფრო ზოგად მოდელებს აბსტრაქციის იერარქიას. აბსტრაქციის ყველაზე უფრო განვითარებული სისტემა ახასიათებს მათემათიკას. აქ გვხვდება აბსტრაქცია აბსტრაქციისაგან. განსახილველი ცნების განყენებადობის ხარისხს ეწოდება აბსტაქციის დონე. დასახული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად შეიძლება ერთი და იგივე ობიექტი განხილულ იქნას აბსტრაქციის სხვადასხვა დონეზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.